|
2025-04-28 12:20:41, 800 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ზუგდიდში ცერერას პურის საცხობი აშენდა
საქართველოს ბანკი აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას და რეგიონში მეწარმეობის ხელშეწყობას. ამჯერად, ბანკის ფინანსური ინვესტიციით, ზუგდიდში ხორბლის გადამამუშავებელმა საწარმო ცერერამ პურის საცხობი ააშენა. საცხობი თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი და მისი მაქსიმალური წარმადობა დღიურად 10 000 – 12 000 ერთეულია. პროექტის ჯამური ღირებულება 2 000 000 ლარს შეადგენს, რომელიც სრულად ბანკის ფინანსურ ინვესტიციას წარმოადგენს. ახალი პროექტის დახმარებით, ზუგდიდში დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნა — საწარმოში 50 ადამიანი დასაქმდა. ინფორმაციისთვის, ცერერა 2004 წლიდან ხორბლის გადამამუშავებელ საწარმოს ავითარებს და ქართულ ბაზარზე სხვადასხვა სახის ფქვილისა და ქატოს რეალიზაციას ახდენს. ამჟამად იგი ყოველთვიურად 2500-3000 ტონა ხორბალს ამუშავებს. კომპანია 2011 წლიდან საქართველოს ბანკის პარტნიორია. „საქართველოს ბანკის მხრიდან ყოველთვის გულისხმიერ პარტნიორულ დამოკიდებულებას ვიღებდით და ვიღებთ. ძალიან მნიშვნელოვანია არაპროგნოზირებად ბაზარზე ისეთი სწორი, სანდო პარტნიორის ყოლა, როგორიც საქართველოს ბანკია. მიგვაჩნია, რომ ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერა ბიზნესის სექტორისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია“, — აცხადებს ცერერას კომერციული დირექტორი, ირაკლი ხაინდრავა. „მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ზუგდიდში ახალი საწარმო — ცერერას საცხობი გაიხსნა. ჩვენ კომპანიასთან მრავალწლიანი მჭიდრო პარტნიორობა გვაკავშირებს. ვაკვირდებით საწარმოს მუდმივ განვითარებასა და ზრდას და მოხარული ვართ, რომ ამაში ჩვენი მოკრძალებული წვლილიც შევიტანეთ. ჩვენთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია რეგიონებში ახალი პროექტების მხარდაჭერა და მათ შორის ერთ-ერთი მაგალითი სწორედ ცერერას საწარმოა. რაც მთავარია, არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ სხვადასხვა მიმართულებით ბიზნესის ხელშეწყობას“, — აცხადებს ზაზა ფიფია, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)