|
2025-04-28 10:11:57, 734 ნახვა
მსოფლიო
ბორის პისტორიუსი - უკრაინამ იცის, რომ ზავის მისაღწევად შესაძლოა, ზოგიერთი ტერიტორიის დათმობა მოუწიოს
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა გააფრთხილა უკრაინა, რომ არ დათანხმდეს შეთანხმებას, რომელიც მოიცავს ფართომასშტაბიან ტერიტორიულ დათმობებს ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ. გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას პისტორიუსმა აღნიშნა, რომ კიევი „არ უნდა წავიდეს ისე შორს, როგორც ამას ამერიკის პრეზიდენტის წინადადება ითვალისწინებს“, რაც მისი თქმით, „კაპიტულაციის“ ტოლფასი იქნება. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინამ იცის, რომ ზავის მისაღწევად შესაძლოა, ზოგიერთი ტერიტორიის დათმობა მოუწიოს. „მაგრამ ისინი ნამდვილად არ წავლენ ისე შორს – ან არ უნდა წავიდნენ ისე შორს, როგორც ამას ამერიკის პრეზიდენტის უახლესი წინადადება ითვალისწინებს. ერთი წლის წინ, უკრაინას შეეძლო, დამოუკიდებლად მიეღო ის, რაც ამ წინადადებაშია, ეს კაპიტულაციის ტოლფასია“, – განაცხადა პისტორიუსმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)