11:49 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-28 09:17:11, 623 ნახვა

მსოფლიო
სერგეი ლავროვი - პრეზიდენტი პუტინი ცეცხლის შეწყვეტას დასთანხმდა, მაგრამ გვინდა გარანტიები

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მტკიცებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაუყოვნებლივ დაუჭირა მხარი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინადადებას 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ იმ პირობით, რომ წარსულის შეცდომები აღარ განმეორდება.

ლავროვმა ეს განცხადება CBS-თან ინტერვიუში გააკეთა, როდესაც დაუსვეს შეკითხვა, რატომ აგრძელებს რუსეთი უკრაინაზე თავდასხმებს იმ ფონზე, როცა უკრაინა მზად არის ცეცხლის შეწყვეტისთვის და აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს : „ვლადიმერ, შეჩერდი!“.

„ჩვენ მხოლოდ იმ ობიექტებს ვუტევთ, რომლებსაც სამხედროები იყენებენ. რაც შეეხება ცეცხლის შეწყვეტას და შეწყვეტისკენ მოწოდებას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაუყოვნებლივ დაუჭირა მხარი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ რამდენიმე კვირის წინ გაკეთებულ წინადადებას 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ იმ პირობით, რომ არ გავიმეორებთ ბოლო ათი წლის შეცდომებს, როდესაც ხელი მოეწერა შეთანხმებებს და უკრაინამ ისინი დაარღვია ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისა და ევროპული ქვეყნების მხარდაჭერითა და წახალისებით“, - განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, ეს იყო 2014 წლის თებერვლის შეთანხმების ბედი, შემდეგ კი -მინსკის შეთანხმებების ბედი და 2022 წლის აპრილში სტამბოლში მიღწეული შეთანხმების ბედი.

„ასე რომ, პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტა - დიახ, მაგრამ ჩვენ გვინდა გარანტიები, რომ ცეცხლის შეწყვეტა აღარ იქნება გამოყენებული უკრაინის სამხედრო ძალების გასაძლიერებლად და რომ იარაღის მიწოდება უნდა შეწყდეს“, - აღნიშნა ლავროვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სანდრო მამუკელაშვილის დებიუტი NBA-ში ლეიკერსის მაისურით
ისწავლე ხელოვნური ინტელექტი საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით
თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics