|
2025-04-27 12:28:22, 827 ნახვა
მსოფლიო
ვანკუვერის ფესტივალზე მანქანა ხალხში შევარდა
კანადის მედიის ცნობით, 27 აპრილს, ვანკუვერში, დასავლეთ კანადაში, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და დაშავდა მას შემდეგ, რაც ქუჩის ფესტივალზე მყოფ ხალხში მანქანა შევარდა. პოლიციის ცნობით, მანქანა ხალხში შევარდა საღამოს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 20:00 საათზე ეს მოხდა აღმოსავლეთ 41-ე ავენიუსა და ფრეიზერის ქუჩის მახლობლად, სადაც იმართებოდა ფესტივალი ლაპუ-ლაპუს დღის აღსანიშნავად, რომელსაც ფილიპინების თემის წევრები აღნიშნავენ. დღესასწაული დაარსდა კუნძულ მაკტანის ბელადის, ლაპუ-ლაპუს პატივსაცემად, რომელიც ესპანელი კოლონიზატორების წინააღმდეგ ერთ-ერთ პირველ ფილიპინელ მებრძოლად ითვლება. მანქანის მძღოლი დააკავეს. პოლიცია ინციდენტის მიზეზებსა და დაკავებულის შესაძლო მოტივებზე არ საუბრობს. ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე, კანადის ახალმა დემოკრატიულმა პარტიამ ფესტივალზე საარჩევნო ღონისძიება გამართა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)