|
2025-04-27 12:05:01, 664 ნახვა
მსოფლიო
ირანის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა
ირანის სამხრეთით, ქალაქ ბანდარ აბასში, შაჰიდ რაჯაის პორტში ძლიერი აფეთქება მოხდა, რასაც სულ მცირე 25 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 1000-ზე მეტი დაშავდა. მიუხედავად იმისა, რომ აფეთქების მიზეზის შესახებ ინფორმაცია არ არსებობდა, ის ომანში ირანის ბირთვულ პროგრამაზე აშშ-ირანის მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დაწყებიდან მალევე მოხდა, წერს BBC-ის რუსული სამსახური. „ინციდენტი გამოწვეული იყო შაჰიდ რაჯაის პორტის ნავმისადგომთან შენახული რამდენიმე კონტეინერის აფეთქებით. ამჟამად ჩვენ ვახორციელებთ დაჭრილების ევაკუაციას და სამედიცინო ცენტრებში გადაყვანას“, - განუცხადა სახელმწიფო ტელევიზიას ადგილობრივმა კრიზისების მართვის წარმომადგენელმა. ხანძრის ჩასაქრობად პორტის ოპერაციები შეჩერდა და პორტის თანამშრომლების დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, „ინციდენტის შედეგად, სავარაუდოდ, ბევრი ადამიანი დაშავდა ან დაიღუპა კიდეც“, - განაცხადა სააგენტომ. ირანული მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად რამდენიმე კილომეტრის რადიუსში ფანჯრები ჩაიმსხვრა, ინტერნეტში კი კადრები გამოჩნდა, სადაც აფეთქების შემდეგ სოკოს ფორმის ღრუბელი წარმოიქმნება.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)