00:27 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-25 11:51:44, 601 ნახვა

ეკონომიკა
„ბანგკოკი” - აზიური რესტორანი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

9 წლის წინ ადგილობრივ ბაზარზე აზიური სამზარეულოს რესტორანი „ბანგკოკი“ გამოჩნდა, რომელსაც ქართულ გემოებთან ადაპტირებული მენიუ გამოარჩევს. ერთი მხრივ, მიზანი აზიური კერძების პოპულარიზაცია იყო; მეორე მხრივ კი, დამფუძნებელს — ზურაბ ჯიშიაშვილს და ირაკლი პიტიურს სურდათ, თითოეული მათგანის არომატი ჩვენს რეცეპტორებთან ბალანსში ყოფილიყო.

დღეისათვის საქართველოს ბაზარზე, “ბანგკოკი” ერთ-ერთი პირველი აზიური სწრაფი კვების ქსელია, რომელიც იაპონურ, ტაილანდურ და ჩინურ სამზარეულოებს აერთიანებს.

„„ბანგკოკი“ ქართულ გემოებთან მაქსიმალურად ადაპტირებული სარესტორნო ქსელია. ასევე, ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი ყოველთვის მაღალი ხარისხის პროდუქციაა — მხოლოდ ჯანსაღ და ახალ პროდუქტებს ვიყენებთ. დიდ ყურადღებას ვუთმობთ სოუსების არომატებსაც, რომლებსაც თავად ვამზადებთ. ამავდროულად, „ბანგკოკის“ მენიუს მრავალფეროვნებაც გამოარჩევს — გარდა ატრიისა და სუშისა, გვაქვს ჯანსაღი მიმართულებაც“, — აღნიშნავს „ბანგკოკის“ მენეჯერი, მაგდა მაკარაძე.

ნებისმიერი ბიზნესის განვითარებას გარკვეული ფინანსური ხელშეწყობა სჭირდება. ვინაიდან აზიური რესტორნების უდიდესი ნაწილი ძირითადად იმპორტირებულ პროდუქციას იყენებს, ხარჯი საკმაოდ დიდი, ხოლო მომგებიანობის მარჟა დაბალია.

ბანკის დახმარების გარეშე, ვერ შეძლებ გაფართოებას. ჩვენს შემთხვევაში კი, ამ როლს თიბისი ითავსებს — მცირე ბიზნესად ჩამოყალიბების პერიოდიდან დღემდე, ნებისმიერ წამოწყებაში მოგვყვებიან. სამომავლოდ საწყობისა და საწარმოს მშენებლობასაც ვგეგმავთ — თიბისის მხარდაჭერის გარეშე კი, ამას ნამდვილად ვერ მოვახერხებდით”, - ამბობს მაგდა.

„ბანგკოკის“ გეგმავს არა მხოლოდ თბილისის, არამედ ქვეყნის მასშტაბით გაფართოებას და სამომავლოდ საერთაშორისო ბაზარზე გასვლას.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics