|
2025-04-24 16:46:49, 1040 ნახვა
მსოფლიო
მარია ზახაროვა - ლონდონში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩაშალა
ლონდონში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩაშალა, რითაც დაადასტურა კიევის განზრახვა, ნებისმიერ ფასად ჩაშალოს სამშვიდობო პროცესი, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. „ყველაფერს რომ თავისი სახელი ვუწოდოთ, ზელენსკიმ ჩაშალა კონსულტაციების ლონდონის რაუნდი, რითაც დამაჯერებლად დაადასტურა ბანკოვას [ქუჩა კიევის ცენტრალურ ნაწილში] განზრახვა, ნებისმიერ ფასად ჩაშალოს სამშვიდობო პროცესი“, - განაცხადა ზახაროვამ. მისი მტკიცებით, კიევი ანალოგიურად დასცინოდა მინსკის შეთანხმებებსა და სააღდგომო ზავს, დაარღვია ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებზე გამოცხადებული მორატორიუმი და სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები. გარდა ამისა, ზახაროვას თქმით, ზელენსკის სიტყვებმა ყირიმის რუსეთის ტერიტორიად არ აღიარების შესახებ აჩვენა, რომ კიევს მოლაპარაკებები არ შეუძლია. ცნობისთვის, გუშინ ლონდონში უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებები საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე უნდა გამართულიყო, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ შეხვედრა გადაიდო და მოლაპარაკებები უკრაინის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის სხვა მაღალი თანამდებობის პირებს შორის გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)