18:23 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-15 15:24:48, 631 ნახვა

სამართალი
თსუ-ს ლექტორი თვითმმართველობის წევრებს: ეს არის ანტისახელმწიფოებრივი და ანტისამართლებრივი ქმედება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ცირა ბარამაძემ თვითმართველობის წარმომადგენლებს მოუწოდა, რექტორის კაბინეტი დატოვონ.

ბარამაძემ სტუდენტებს განუმარტა, რომ მათი ქმედება ანტისახელმწიფოებრივი და ანტისამართლებრივია და მოუწოდა დიალოგისთვის  ნებისმიერ აუდიტორიაში გადაინაცვლონ.

"სამართლებრივად განგიმარტავთ, სტუდენტებო, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი და ანტისამართლებრივი ქმედება. გთხოვთ, გადაინაცვლოთ აუდიტორიაში დიალოგისთვის. მივმართე ამისათვის ხელმძღვანელობას, რომ თქვენ თანაბრად 5 თქვენი და ასევე მეორე მხარის 5 წარმომადგენელი და დაახლოებით 7 პროფესორი, ოღონდ არც სენატის და არც აკადემიუერი საბჭოს წევრი, 3 პროფესორი თქვენს მიერ არჩეული 3 მეორე მხარის მიერ არჩეული და 1 ვიღაც სხვა შეიკრიბოს. თქვენ ჩადიხართ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას და ეს არის დასჯადი. დატოვეთ რექტორის აუდიტორია. გთხოვთ, საქმეს არაკონსტრუქციულ ურთიერთობამდე ნუ მიიყვანთ. თქვენ ჩემი სტუდენტები ხართ. არ შემიძლია თქვენზე უარის თქმა", - მიმართა ცირა ბარამაძემ სტუდენტებს.

მანამდე კი თვითმართველობის წარმომადგნელებს რექტორის კაბინეტის დატოვებისკენ და დიალოგისკენ ავთანდილ კახნიაშვილმა მოუწოდა, რომელიც როგორც აღმოჩნდა, თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტში არ მუშაობდა.ამან როგორც სტუდენტების, ასევე ლექტორების პროტესტი გამოიწვია. კახნიაშვილმა კი განაცხადა, რომ ის არის ორივე მხარის წარმომადგენელი.

როგორც "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ამ წუთებში რექტორის კაბინეტში თსუ-ს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგნელები არიან შესულები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics