|
2025-04-24 12:26:41, 1452 ნახვა
ომი უკრაინაში
პესკოვმა უკრაინაში ომის დასრულების პირობები დაასახელა
კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების პირობები დაასახელა. მისი თქმით, ვლადიმირ პუტინი ცეცხლის სრულად შეწყვეტის იდეას მხარს უჭერს, თუმცა მანამდე მისი "პირობები უნდა დაზუსტდეს", მათ შორის, ევროპის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხი. როგორც ამბობს პესკოვი, "კონფლიქტი მომენტალურად დასრულდება, თუკი უკრაინა რუსეთის კონსტიტუციაში აღნიშნული ოთხი რეგიონიდან ჯარებს გაიყვანს". ოთხ რეგიონში დონეცკი, ლუგანსკი, ზაპოროჟიე და ხერსონი იგულისხმება. რუსეთის მოთხოვნების მიხედვით, უკრაინა ნეიტრალური სახელმწიფო უნდა გახდეს - "მისი NATO-ში გაწევრიანება რუსეთისთვის საფრთხეა," - ამბობს პესკოვი. პუტინის სპიკერი ასევე აღნიშნავს, რომ "უკრაინის კონფლიქტის გადაწყვეტა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ნორმალური ურთიერთობების აღდგენის გარეშე შეუძლებელია". როგორც ამბობს პესკოვი, უკრაინის პრეზიდენტის გადადგომა "რუსეთის მოთხოვნებში არ შედის, თუმცა ზელენსკის მიერ ხელმოწერილი ნებისმიერი დოკუმენტი, მისი არალეგიტიმურობის გამო, შეიძლება კითხვის ქვეშ დადგეს". რაც შეეხება ევროპაში გაზის მიწოდების საკითხს, კრემლის პირობებით, თუ რუსეთ-ევროპას შორის გამავალ გაზსადენზე კონტროლს აშშ დაამყარებს, მაშინ Газпром-ი "მზად იქნება ახალ მფლობელთან ბუნებრივი აირის მიწოდების კონტრაქტის განხილვისთვის". "მოსკოვი ხედავს, რომ ევროპის ზოგი ქვეყანა რუსული გაზის შეძენისთვის მზად არის და აქედან გამომდინარე საბაზრო პირობების გათვალისწინებით მოლაპარაკებებისთვის მზადაა," - ამბობს პესკოვი.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)