|
2025-04-24 10:18:10, 909 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სოფელ ხოზნავარის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 23 აპრილს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სიუნიკის პროვინციის სოფელი ხოზნავარის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. უწყების ცნობით სროლას მსხვერპლი არ მოჰყოლია. "მოვუწოდებთ აზერბაიჯანულ მხარეს გამოიძიოს ხოზნავარში საცხოვრებელი სახლის მიმართულებით ცეცხლის გახსნის ფაქტი და გააკეთოს საჯარო განმარტებები". - წერია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. ამასთან, უწყება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სომხეთის პრემიერის აპარატმა წამოაყენა წინადადება სომხეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი მექანიზმის შექმნის შესახებ, რომელიც გამოიძიებდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შემთხვევებს და/ან მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. "თუმცა, აზერბაიჯანს ამ წინადადებაზე პასუხი ჯერ არ გაუცია". - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)