|
2025-04-24 10:13:47, 804 ნახვა
მსოფლიო
კიტ კელოგი ლონდონში უკრაინის საკითხზე გამართული მოლაპარაკებების შემდეგ - დროა, წინ წავიდეთ
აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი რუსეთ-უკრაინის ომის მხარეებს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისკენ მოუწოდებს. „დროა, წინ წავიდეთ პრეზიდენტ ტრამპის ომთან დაკავშირებული დირექტივით: შეწყვიტეთ მკვლელობები, მიაღწიეთ მშვიდობას და დააყენეთ ამერიკა პირველ რიგში“, - დაწერა კელოგმა სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში ლონდონში უკრაინის საკითხზე გამართულ შეხვედრაში მონაწილეობის შემდეგ. კელოგმა აღნიშნა, რომ ლონდონში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ანდრეი ერმაკთან მოლაპარაკებები პოზიტიური იყო. უკრაინის დელეგაციამ ევროპელ პარტნიორებთან და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კიტ კელოგთან გუშინ ლონდონში შეხვედრები გამართა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ სოციალურ ქსელ X-ზე განაცხადა, რომ კიტ კელოგთან კონსტრუქციული საუბარი შედგა. „აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელთან, გენერალ კიტ კელოგთან შეხვედრის დროს ჩვენ გვქონდა აზრთა კონსტრუქციული გაცვლა მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე. უკრაინას მსოფლიოში ყველაზე მეტად სურს ომის დასრულება. ვალდებულები ვართ, ერთად ვიმუშაოთ ამ მიზნის მისაღწევად“, - დაწერა სიბიგამ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)