2025-04-23 20:45:42, 1105 ნახვა
როგორ აჯარიმებს მოქალაქეებს შსს როგორც სატრანსპორტო საშუალელბას - ანუ რეჟიმის ჩამოშლის ნიშნები
![]() "ქართული ოცნების" შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს, როგორც სატრანსპორტო საშუალებეს ისე აჯარიმებს.დღეს სამმა მოქალაქემ განაცხადა, რომ როგორც მანქანა ისე დააჯარიმეს. ორ მათგანს, ივა ფეზუაშვილს და ქეთევან ქერაშვილს მანქანა საერთოდ არ ჰყავთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამივე მოქალაქეს 5000 ლარით ჯარიმა გამოუწერა, მაშინ როცა კანონით ამხელა ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების ექსპულატაციაზე არ არსებობს. "აი ასე, ერთი შეტყობინებით ადამიანიდან სატრანსპორტო საშუალებად გადამაკვალიფიცირა ქართულმა ოცნებამ". - წერს ივა ფეზუაშვილი სოციალურ ქსელში, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა 5000 ლარით დააჯარიმა. ცნობისთვის, რეჟიმის პატიმრის, ირაკლი ქერაშვილის და ქეთევან ქერაშვილი რეჟიმმა "მანქანის არასწორი გაჩერებისთვის" 5000 ლარით დააჯაარიმა - როგორც ქეთევან ქერაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მას მანქანა არ ჰყავს.
„თქვენი სატრანსპორტო საშუალება დაჯარიმდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174/1 მუხლის მე-5 ნაწილით, ქალაქი თბილისი, რუსთაველის მიმდებარედ”. – ამ შინაარსის სმს შეტყობინება დღეს, 23 აპრილს არაერთმა მოქალაქემ მიიღო. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლი შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას ეხება, მის მე-5 ნაწილში კი ნათქვამია, რომ დარღვევა ითვალისწინებს დაჯარიმებას 5000 ლარით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით და სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ეს არის ერთ-ერთი რეპრესიული კანონი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ” 2025 წლის დასაწყისში მიიღო. მოქალაქეების ნაწილი, რომელმაც ჯარიმის შესახებ სმს შეტყობინება მიიღო, ამბობს, რომ მანქანა არ ჰყავს და არც არასდროს ჰყოლია. შსს-ს გზის უკანონოდ გადაკეტვის საბაბით გამოწერილი ჯარიმა ადრესატებთან პირადად მიჰქონდა ან თავად მოქალაქეს ეუბნებოდა, რომ ამა თუ იმ სამმართველოში გამოცხადებულიყო ჯარიმის ასაღებად და შემდგომში გასასაჩივრებლად. SMS შეტყობინებების სისტემას შსს ამ დრომდე მხოლოდ სამანქანო ჯარიმებთან დაკავშირებით იყენებდა. მოგვიანებით ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავი გაიმართლა, მან მოქალაქეების, როგორც ავტომობილების დაჯარიმება, ხარვეზს მიაწერა. შინაგან საქმეთა სამინისტრო უწყების ვებ-გვერდზე, მოქალაქეებისთვის გამოწერილი საჯარიმო ქვითრების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ამასთან, უწყება განმარტავს, რატომ მისდით მოქალაქეებს შეტყობინებები, რომ ჯარიმა „სატრანსპორტო საშუალებაზეა“ გამოწერილი. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ეს არის ტექნიკური ხარვეზის შედეგი, რის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამსახური მუშაობს.
იურისტი ნიკა სიმონიშვილი კი წერს:
ვიქტორ ორბანი - უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უნგრეთის გარეშე შეუძლებელია
ნეთანიაჰუ „ჰუსიტების“ სარაკეტო თავდასხმაზე რეაგირების მიზნით მაღალჩინოსნებთან კონსულტაციებს გამართავს
თბილისი ცენტრალი ე.წ. ვაგზლის ბაზრობის რეკონსტრუქციისთვის მზაობას აცხადებს
ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ ცეცხლის შეწყვეტაა, მაშინ არა მათ დღესასწაულებზე, არამედ ყოველდღე უნდა იყოს
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმის მსახურები ამერიკული MEGOBARI-ს აქტის მოლოდინში
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
ომი უკრაინაში![]() ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ ცეცხლის შეწყვეტაა, მაშინ არა მათ დღესასწაულებზე, არამედ ყოველდღე უნდა იყოს
ვლადიმერ პუტინი - უკრაინასთან შერიგება გარდაუვალია, ეს დროის საკითხია
ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
მთავარი თემა
|