|
2025-04-22 16:45:59, 1069 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის Ads მენეჯერში შეთავაზების შექმნა უკვე ტერმინალის გარეშე არის შესაძლებელი
საქართველოს ბანკი ინოვაციური პროდუქტების შექმნასა და მის განვითარებაზე მუშაობას კვლავ აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, შეთავაზების პლატფორმა - Ads მენეჯერს ახალი ფუნქციონალი დაემატა. მისი მეშვეობით შეთავაზების შექმნა იმ ბიზნეს მომხმარებლებისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი, რომლებსაც გადახდის მეთოდი (ტერმინალი, ონლაინ გადახდა) არ აქვთ. აქამდე Ads მენეჯერის შეთავაზების შექმნა მხოლოდ გადახდის მეთოდის მქონე ბიზნესებს შეეძლოთ. თუმცა, ზოგიერთი ბიზნესი, მისი მიმართულებიდან გამომდინარე, გადახდის მეთოდებს არ იყენებს. სწორედ ამიტომ, ამიერიდან, გადახდის მეთოდის არ მქონე ბიზნესებიც (მაგალითად: ინსტაგრამ მაღაზიები, რომლებიც გადარიცხვაზე მუშაობენ), დეველოპერული კომპანიები, რომლებიც ტერმინალით არ იღებენ გადახდებს, პლატფორმით სარგებლობას და მომხმარებლისთვის შეთავაზებების გაკეთებას შეძლებენ. (მაგალითად, საქართველოს ბანკის სტუდენტებისთვის, AmEx ბარათის მფლობელებისთვის, სოლო მომხმარებლებისთვის). გარდა ამისა, პლატფორმას 3 ახალი ფუნქციონალი დაემატა, რაც ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს გაზარდოს ცნობადობა და შესაბამისად, სარგებელიც. ესენია: ფოტოსაცავი ბიზნესებისთვის, შეთავაზების ვიზუალის მოსამზადებლად Ads manager-ში შეთავაზების შექმნისას ბიზნესებს შესაბამისი ფოტოს მოძიება უჭირდათ. სწორედ ამიტომ, მათი საჭიროების შესაბამისად, მომხმარებლებს პლატფორმაზე სასურველი ვიზუალის შერჩევის შესაძლებლობა გავუჩინეთ. განმეორებადი შეთავაზებები (მაგალითად: შესთავაზეთ მომხმარებელს ქეშბექი ყოველ ოთხშაბათს და გაზარდეთ ლოიალურობა) ეს ფუნქციონალი ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს განმეორებითი, ყოველკვირეული ან ყოველთვიური შეთავაზებები შექმნან და გაზარდონ მომხმარებლის ლოიალურობა. ბრენდის მართვა - სახელისა და ლოგოს ატვირთვის შესაძლებლობა ბევრ კომპანიას იურიდიული სახელი აქვს, (მაგ: შპს x), თუმცა ბრენდულად ამ სახელით პოზიციონირება არ სურთ. ახალი ფუნქციონალის მეშვეობით, კი ბიზნესს შესაძლებლობას ვაძლევთ, შეცვალონ დასახელება და მობილბანკში მომხმარებლებისთვის სასურველი სახელით გამოჩნდნენ. ინფორმაციისთვის, Ads მენეჯერი ბიზნეს მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოს ბანკის 1 500 000-ზე მეტ ციფრულ მომხმარებელს საკუთარი პროდუქტი თუ სერვისი სრულიად უფასოდ გააცნოს და ამით გაყიდვები გაზარდოს. შეთავაზების შექმნისთვის ეწვიეთ manager.bog.ge-ს თუ ხართ დირექტორი, ხოლო თუ მარკეტერი ხართ - სთხოვეთ დირექტორს გაგიწეროთ შესაბამისი როლი. თუ დირექტორი ხართ, manager.bog.ge-ში შესვლას იმ სახელითა და პაროლით შეძლებთ, რომლითაც ბიზნეს მობილბანკში/ინტერნეტბანკში და ფიზიკური პირის მობილბანკში სარგებლობთ. შეთავაზების შექმნის ინსტრუქცია ნახეთ აქ: უფრო ვრცლად, Ads მენეჯერის გამოყენებაზე ბიზნესკურსის გასავლელად ეწვიეთ ბმულს.
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი - ევროპა ოპოზიციის აკრძალვის შესახებ მოსმენების წინ, დააკვირდება ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას
დიდი ბრიტანეთი საუდის არაბეთში ჰუსიტების თავდასხმებისგან დასაცავად Typhoon-ის გამანადგურებლებს გაგზავნის
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)