|
2025-04-21 14:18:30, 690 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი პაპის გარდაცვალებაზე - სამარადისოდ შევინახავ ნათელ მოგონებებს მასზე
რუსეთის პრეზიდენტმა, დიქტატორმა ვლადიმერ პუტინმა, პაპი ფრანცისკეს გარდაცვალება კამერლინგ კევინ კოზეფ ფარელს წერილით მიუსამძიმრა. "თქვენო უწმინდესობავ, გულწრფელად ვიზიარებ მისი უწმინდესობა პაპი ფრანცისკეს გარდაცვალებას. პაპი ფრანცისკე სარგებლობდა უდიდესი საერთაშორისო ავტორიტეტით, როგორც ქრისტიანული სწავლების ერთგული მსახური, ბრძენი რელიგიური და საზოგადო მოღვაწე, ჰუმანიზმისა და სამართლიანობის მაღალი ღირებულებების თანმიმდევრული დამცველი. თავისი მრავალწლიანი პონტიფიკატის პერიოდში ხელს უწყობდა დიალოგის განვითარებას რუსულ მართლმადიდებელ და რომაულ კათოლიკე ეკლესიებს შორის, ასევე კონსტრუქციულად ურთიერთქმედებდა რუსეთსა და წმინდა საყდარს შორის. მე არაერთხელ მომიწია ამ გამოჩენილ ადამიანთან ურთიერთობა და სამარადისოდ შევინახავ ნათელ მოგონებებს მასზე. ამ გლოვის ჟამს მინდა გითხრათ თანადგომისა და მხარდაჭერის სიტყვები თქვენ და კათოლიკე სამღვდელოებას". – წერია პუტინის წერილში. რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)