2025-04-20 12:15:24, 1033 ნახვა
კომენტარი
ზელენსკი - ადრე თუ გვიან, მაგრამ აუცილებლად, ბოროტება უკან დაიხევს და სიცოცხლე გაიმარჯვებს
![]() ბოროტებას თავისი საათი აქვს და ღმერთს თავისი დღე. ერთ-ერთი აზრი, რაც ქრისტეს ისტორიაშია ჩადებული, მდგომარეობს იმაში, რომ ადრე თუ გვიან, მაგრამ აუცილებლად ბოროტება უკან დაიხევს და სიცოცხლე გაიმარჯვებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სააღდგომო მილოცვისას განაცხადა. მისი თქმით, უკრაინელებს მშვიდობა რუსეთის ფედერაციაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისიდან სურთ. „ჩვენ ეს გვსურს სრულმასშტაბიანი ომის მთელი 1152 დღის განმავლობაში. ჩვენ ამაში ერთიანი ვართ. ყოველდღე და განსაკუთრებით დღეს, როდესაც ყველა ქრისტიანული კონფესიის უკრაინელები აღდგომას ერთსა და იმავე თარიღში აღნიშნავენ. ჩვენ ერთად ვიბრძვით უკრაინისთვის და ერთად ვლოცულობთ უკრაინისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მან ომის დასრულება და უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება ისურვა. „დაე, ბოროტების საათი დასრულდეს. სიცოცხლის დღე დადგეს. მშვიდობის დღე. უკრაინის დღე. საუკუნეზე გრძელი დღე და ჩვენ შევძლებთ ისევ ერთად შევიკრიბოთ. იმავე მაგიდასთან. მშვიდობიან აღდგომას. დაე, ეს ყველაფერი ახდეს. დაე, ღმერთი დაგვეხმაროს ამაში. მშვიდობა იყოს. დაე, უკრაინა იყოს. ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვიქტორ ორბანი - უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უნგრეთის გარეშე შეუძლებელია
ნეთანიაჰუ „ჰუსიტების“ სარაკეტო თავდასხმაზე რეაგირების მიზნით მაღალჩინოსნებთან კონსულტაციებს გამართავს
თბილისი ცენტრალი ე.წ. ვაგზლის ბაზრობის რეკონსტრუქციისთვის მზაობას აცხადებს
ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ ცეცხლის შეწყვეტაა, მაშინ არა მათ დღესასწაულებზე, არამედ ყოველდღე უნდა იყოს
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმის მსახურები ამერიკული MEGOBARI-ს აქტის მოლოდინში
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
ომი უკრაინაში![]() ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ ცეცხლის შეწყვეტაა, მაშინ არა მათ დღესასწაულებზე, არამედ ყოველდღე უნდა იყოს
ვლადიმერ პუტინი - უკრაინასთან შერიგება გარდაუვალია, ეს დროის საკითხია
ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
მთავარი თემა
|