06:46 - 04 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-19 15:25:24, 3466 ნახვა

კომენტარი
სალომე ზურაბიშვილი - ქრისტე აღდგა! და აღდგება საქართველო კიდევ ერთხელ

აღდგომა არის კეთილის, მართლის, ტანჯულის გამარჯვების ღამე! - აღდგება საქართველო კიდევ ერთხელ, მრავალჯერ ტანჯული, შევიწროებული, ჩაგრული, მაგრამ მუდამ გამარჯვებული! - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, ახლა სიძულვილის, შევიწროების, დაჩაგვრისა და დაშინების წინააღმდეგ საერთო ბრძოლაში ვიმყოფებით და საზოგადოებას 23:00 საათზე, სანთლებით ხელში ქაშვეთთან მისვლისკენ მოუწოდებს.

„აღდგომა არის კეთილის, მართლის, ტანჯულის გამარჯვების ღამე! ჩვენც შევუერთდეთ სინდისის პატიმრების მშობლებს და სოლიდარობა გამოვუცხადოთ. ერთად ვიმყოფებით მართალ ბრძოლაში სიძულვილის, შევიწროების, დაჩაგვრისა და დაშინების წინააღმდეგ.

ვინც როგორც შეძლებს, პარლამენტთან 7 საათზე, გმირთა მოედანზე 9 საათზე, მაგრამ ყველა ერთად სანთლებით ქაშვეთთან 11 საათზე და ერთად: „ქრისტე აღდგა!“ და აღდგება საქართველო კიდევ ერთხელ, მრავალჯერ ტანჯული, შევიწროებული, ჩაგრული, მაგრამ მუდამ გამარჯვებული!

ქრისტე აღდგა!“,- წერს სალომე ზურაბიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics