|
2025-04-19 14:39:18, 889 ნახვა
მსოფლიო
მაია სანდუ - რუსეთს სურს, მოლდოვის ხელმძღვანელობა იმ ხალხით შეცვალოს, რომელთა კონტროლიც შეუძლია
რუსეთს სურს, რომ მოლდოვის ხელმძღვანელობა იმ ხალხით შეცვალოს, რომელთა კონტროლიც შეუძლია, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ უპრეცედენტო ჩარევა გასულ წელსაც ვნახეთ და აშკარაა, რომ არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენას წელსაც შეეცდებიან. კრემლი ფსონს იმაზე დებს, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა იმ ხალხით შეცვალოს, რომელთა კონტროლიც შეუძლია. ეს მხოლოდ მოლდოვას არ ეხება, რადგან რუსეთს ახლა უკრაინა აინტერესებს. თუ რუსეთი ძალაუფლებას ხელში ჩაიგდებს, მაშინ მოლდოვის რესპუბლიკას უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენებს“, - განაცხადა მაია სანდუმ. მისი თქმით, იმის რისკი არსებობს, რომ რუსეთმა მოლდოვა ომში ჩაითრიოს. „ჩვენ უკრაინასთან 1200კმ სიგრძის საზღვარი გვაქვს. წარმოიდგინეთ, რომ ერთ ღამეში მეგობარ ქვეყანასთან საზღვარი მოსკოვის მიერ კონტროლირებად ქვეყანასთან საზღვრად გადაიქცეს. რა თქმა უნდა, აქ რისკები უკრაინისთვის არსებობს, მაგრამ რისკები მოლდოვის რესპუბლიკისთვისაც იზრდება, რადგან ამ გზით რუსეთს მოლდოვის ომში ჩათრევა შეუძლია“, - აღნიშნა მოლდოვის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები 28 სექტემბერს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)