2025-04-19 11:41:50, 635 ნახვა
მსოფლიო
თეთრი სახლი - ტრამპმა და სტარმერმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხი განიხილეს
დონალდ ტრამპმა და კირ სტარმერმა სატელეფონო საუბრისას უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხი განიხილეს, - ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.
„ლიდერებმა ორმხრივი ვაჭრობის, უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებისა და ახლო აღმოსავლეთში რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
ამასთან, თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ბოლოს მეფე ჩარლზ III-თან სახელმწიფო ვიზიტს მოუთმენლად ელის.
ავტორი: ექსპრესნიუსი,