|
2016-03-15 12:50:07, 677 ნახვა
სამართალი
ვიცე-პრემიერი: ყოველთვის მეფიქრებოდა, რომ ფარული ჩანაწერები წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა შსს-დან გაიტანეს
„ყოველთვის მეფიქრებოდა, რომ აღნიშნული ფარული ჩანაწერები წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს თავის დროზე აქვთ შსს-დან გატანილი ან თავიდანვე უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ინტერნეტით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის თქმით, ეს ადამიანები სამწუხაროდ ამ ჩანაწერებს შანტაჟისთვის იყენებენ. მისივე განცხადებით, ნებისმიერი შანტაჟი და ამგვარი კადრების გავრცელება მისთვის პიროვნულად მიუღებელია. „ინფორმაცია, რომ კუდი-ს ყოფილი თანამშრომილი არის დაკავებული თქვენგან გავიგე. ამ კადრების გავრცელება არამხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩვენი მთავრობისთვის არის მიუღებელი. დარწმუნებული ვარ, რომ უმკაცრესად დაისჯება ყველა ის ადამიანი, ვინც აღნიშნულით არის დაკავებული“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა მინისტრი, რომ ეს კადრები 2012 წლამდე არის გადაღებული? მინისტრმა ერთმნიშვნელოვნად აღნიშნა, რომ ის ამაში დარწმუნებულია.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)