|
2025-04-18 14:54:35, 551 ნახვა
მსოფლიო
პესკოვი - უკრაინის ენერგოობიექტებზე თავდასხმებზე გამოცხადებული მორატორიუმი ამოიწურა
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებზე გამოცხადებული მორატორიუმი ამოიწურა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „თვე ნამდვილად ამოიწურა. ამ მომენტისთვის, უმაღლესი მთავარსარდლის, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისგან სხვა მითითებები არ ყოფილა“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა. მისი მტკიცებით, კიევისგან განსხვავებით, მოსკოვი ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების აკრძალვას იცავდა. ამასთან, პესკოვის თქმით, უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესია, ეს დროებით მორატორიუმს უკავშირდება, თუმცა წინ კიდევ ბევრი განხილვაა. შეგახსენებთ, 18 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ კრემლმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ დონალდ ტრამპმა კონფლიქტის მხარეებს შესთავაზა, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე დარტყმები 30 დღით შეაჩერონ, ვლადიმერ პუტინი ამ ინიციატივას დადებითად გამოეხმაურა და რუს სამხედროებს შესაბამისი ბრძანება მისცა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)