|
2025-04-18 12:32:19, 622 ნახვა
მსოფლიო
ჰააგის სასამართლომ უნგრეთში ბენიამინ ნეთანიაჰუს ვიზიტის გამო გამოძიება დაიწყო
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უნგრეთის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამის მიზეზია ბუდაპეშტში ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ვიზიტი, რომელზეც ჰააგის სასამართლოს დაკავების ორდერი აქვს გაცემული. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს აინტერესებს, რატომ არ დააკავეს ბენიამინ ნეთანიაჰუ უნგრეთში ყოფნის დროს. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიება უნგრეთის მიერ რომის სტატუტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დაიწყო. უნგრეთს საკუთარი პოზიციის დასაცავად მტკიცებულებების წარსადგენად ვადა 23 მაისამდე აქვს. ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბენიამინ ნეთანიაჰუს ვიზიტის დრო განაცხადა, რომ ბუდაპეშტი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს დატოვებს, რადგანაც ჰააგის სასამართლო აღარ არის მიუკერძოებელი და ის პოლიტიკურ სასამართლოდ გადაიქცა. „ევრონიუსი“ იტყობინება, რომ უნგრეთის მიერ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გასვლის პროცედურებს, სულ მცირე, ერთი წელი დასჭირდება. ამის შემდეგ უნგრეთი გახდება ევროკავშირის ერთადერთი წევრი, რომელიც ჰააგის სასამართლოს წევრი აღარ იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)