2025-04-18 11:11:25, 565 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის ელჩი გაეროში - უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარი ამ ეტაპზე არარეალისტურია
გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ თქვა, რომ უკრაინაში "ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარი ამ ეტაპზე არარეალისტურია".
ამის შესახებ ნებენზიამ ჟურნალისტებთან გაეროს უსაფრთხოების საბჭოს დახურული დისკუსიების განხილვის დროს ილაპარაკა.
"ჩვენ გვქონდა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეზღუდულად შეწყვეტის მცდელობა, რომელიც უკრაინულმა მხარემ არ დაიცვა. ამ მოცემულობაში ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარი ამ ეტაპზე არარეალისტურია". - თქვა ნებენზიამ.
ნებენზიას მტკიცებით, დასავლეთის ქვეყნებს მორატორიუმის დასაცავად უკრაინაზე ზეწოლის მზაობა არ გამოუხატავთ და ცეცხლის შეწყვეტის "არარეალისტურობა" სწორედ ამას უკავშირდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,