|
2025-04-16 12:19:13, 783 ნახვა
სამართალი
საქართველოში 230 000 ლარზე მეტის უაქციზო საქონელი შემოჰქონდათ - 2 ადამიანი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, კონტრაბანდისა და უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი ყაზბეგის გავლით, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, სატვირთო მანქანით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული უაქციზო ალკოჰოლური სასმელი, თამბაქოს ნაწარმი და სხვა საქონელი, რომელიც შემდგომი ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის მიზნით, მათ მფლობელობაში არსებულ მანქანაში დაცალეს, რა დროსაც მოხდა მათი მხილება. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებული საქონლის ჯამური ღირებულება 230 000 ლარს აღემატება". - წერია განცხადებაში. დანაშაული 8-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)