03:56 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-16 11:19:53, 714 ნახვა

სამართალი
ბექა ჯაიანის ადვოკატი - მოსამართლემ უვადო თავისუფლების აღკვეთის გადაწყვეტილება მორალური თვალსაზრისით მიიღო

ახალდანიშნულმა მოსამართლემ თავისი პირველი პრაქტიკული გამოცდა წარმატებით ვერ ჩააბარა, - ასე შეაფასა ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანისთვის მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის მიერ უვადო თავისუფლების აღკვეთის მისჯა ჯაიანის ადვოკატმა გიორგი მდინარაძემ.

როგორც მან აღნიშნა, მოსამართლის გადაწყვეტილება არის არა სამართლებრივ არგუმენტებზე დაფუძნებული, არამედ, მორალური.

„ის გავლენის ქვეშ მოექცა, ვინაიდან გადაწყვეტილება უვადო თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებით მხოლოდ მორალური თვალსაზრისით მიიღო და არა სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით. შესაბამისად, აღნიშნული განაჩენი უკანონოა და სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.

ეს განაჩენი უკანონოა გენდერის, განსაკუთრებული სისასტიკის ნაწილში და ასევე სისტემატური ცემის ნაწილშიც. იგივე არგუმენტაცია მექნება სააპელაციო სასამართლოშიც. უდავო მტკიცებულებით დასტურდებოდა ის, რომ ბექა ჯაიანს უარყოფითი დამოკიდებულება არ ჰქონდა კესარია აბრამიძის გენდერული იდენტობის მიმართ. განსაკუთრებულ სისასტიკესთან დაკავშირებით არგუმენტი ის იყო, რომ მრავალი ჭრილობა ავტომატურად სისასტიკეს არ ნიშნავს და ეს სუბიექტური კრიტერიუმებით გამოირიცხებოდა, რაც სასამართლომ არ გაიზიარა. ეს მოსამართლის გამოუცდელობას უსვამს ხაზს, ახლახან არის დანიშნული და ვფიქრობ, ის გავლენის ქვეშ მოექცა",- განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო ყველა წარდგენილ ბრალდებაში და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics