|
2025-04-16 10:39:23, 727 ნახვა
მსოფლიო
თეთრი სახლი - დონალდ ტრამპს სჯერა, რომ რუსეთს ომის დასრულება სურს
დონალდ ტრამპს სჯერა, რომ რუსეთს ომის დასრულება სურს, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განცხადებით, გასულ პარასკევს, სანქტ-პეტერბურგში გამართულ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შორის „პროდუქტიული საუბარი“ შედგა. „სტივ უიტკოფსა და დონალდ ტრამპს სჯერათ, რომ რუსეთს ამ ომის დასრულება სურს. რუსეთისთვის მოტივი არსებობს იმისთვის, რომ ეს ომი დაასრულოს და შესაძლოა, ეს აშშ-თან ეკონომიკური პარტნიორობა იყოს. მაგრამ, პირველ რიგში ჩვენ ცეცხლის შეწყვეტა უნდა ვნახოთ და პრეზიდენტმა და სპეციალურმა წარმომადგენელმა, უიტკოფმა რუსებს ეს ნათლად განუცხადეს“, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებებში პროგრესია. „ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო და შეხვედრის ბოლოს ჩვენ იქამდე მივედით, რაც მუდმივი მშვიდობის მისაღწევად პუტინის მოთხოვნას წარმოადგენს. ჩვენ პასუხი მივიღეთ. სამშვიდობო შეთანხმება ე.წ. ხუთი ტერიტორიის შესახებ არის“, - განაცხადა სტივ უიტკოფმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)