|
2025-04-15 14:25:00, 984 ნახვა
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტ თემურ ქათამაძეს საემიგრაციო პატიმრობა 6 თვემდე გაუხანგრძლივა
თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტ თემურ ქათამაძეს საემიგრაციო პატიმრობა 6 თვემდე გაუხანგრძლივა. ამის შესახებ ჟურნალისტებს სასამართლოში საიას იურისტმა, ვერიკო ჯგერენაიამ განუცხადა, რომელიც თემურ ქათამაძის უფლებებს იცავს. როგორც იურისტმა განმარტა, თბილისის საქალაქო სასამართლომ ქათამაძისთვის საემიგრაციო პატიმრობის ვადის გაგრძელების თაობაზე შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ შუამდგომლობა აბსოლუტურად დაუსაბუთებელი იყო და მისი დაკმაყოფილების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. მისივე თქმით, თემურ ქათამაძესთან მიმართებით სასამართლოს მან ალტერნატიული ზომების გამოყენებას შესთავაზა, მათ შორის სამართალდამცავ ორგანოში კვირაში ორჯერ გამოცხადება ან გარკვეული თანხის გადახდის ვალდებულება, თუმცა სასამართლომ მაინც მიგრაციის დეპარტამენტს შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ამით თემურ ქათამაძის დაკავება გაახანგრძლივა. იურისტის განმარტებით, თემურ ქათამაძე მის პატიმრობას აქციებში აქტიურ ჩართულობას უკავშირებს. ინფორმაციისათვის, აქტივისტი თემურ ქათამაძე ბათუმში პოლიციამ თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავა, თუმცა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომ ის კვლავ დააკავეს. მეორედ დაკავებისას პოლიცია თემურ ქათამაძეს საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)