|
2025-04-15 11:27:47, 702 ნახვა
ეკონომიკა
„ნიკოლი“ - საბავშვო ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ქართული ბრენდი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
„ნიკოლი“ 2017 წელს გამოჩნდა საქართველოს ბაზარზე, როგორც საბავშვო ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ადგილობრივი ბრენდი. იდეა ნიკა ნიკოლეიშვილის ოჯახში გაჩნდა. „ძალიან მცირე მასშტაბით დავიწყეთ, მხოლოდ ორი მკერავი გვყავდა. დღეს კი უკვე 45 დასაქმებული გვყავს კომპანიაში. მიუხედავად საწყისი მცირე რესურსისა, თავიდანვე გვქონდა მკვეთრად გამოხატული ნიშა — ჩვენი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, თავისი დიზაინით, მნიშვნელოვნად გამორჩეული ყოფილიყო საქართველოს ბაზარზე არსებული იმპორტირებული პროდუქტისგან. გვსურს, მუდმივად შევინარჩუნოთ ეს ინდივიდუალიზმი და მაღალი ხარისხი”,— ამბობს ნიკა ნიკოლეიშვილი, „ნიკოლის“ დამფუძნებელი. „ნიკოლის“ განვითარების მასშტაბი ასეთია: თავიდან იყო შესაბამისი ტექნოლოგიებითა და დანადგარებით აღჭურვილი საწარმოს გახსნა. შემდეგ, ბრენდის პროდუქციის ონლაინ გაყიდვა, 5 თვის შემდეგ კი - პირველი ფიზიკური მაღაზიის გახსნა. დღეს „ნიკოლის“ ხუთი ფილიალია აქვს. ოთხი მათგანი თბილისშია წარმოდგენილი, ერთი კი — ბათუმში. „ყოველთვის ვამბობ, რომ „ნიკოლის“ დაარსების პირველივე დღიდან ერთგულ მხარდამჭერად მოგვყვება თიბისი. ბანკი ისეთ რთულ პერიოდებშიც გვიწყობდა განვითარებაში ხელს, როგორიც კოვიდპანდემია იყო. მაშინ ყველას ახალ რეალობაზე გვიწევდა ადაპტირება, რაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა. თიბისის დახმარებით არა მხოლოდ გავუმკლავდით გამოწვევებს, არამედ გავიზარდეთ კიდეც”, - ამბობს “ნიკოლის” დამფუძნებელი. უკვე რამდენიმე წელია, „ნიკოლი“ ექსპორტზეა ორიენტირებული. მიზანი შემდეგია - გაფართოება არა მხოლოდ ადგილობრივად, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. სწორედ ამიტომ, “ნიკოლის” ხშირად იხილავთ სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაზე.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)