|
2025-04-14 10:10:48, 3088 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე - ქართული ენა ჩვენი თვითმყოფადობის, სულიერებისა და ერთიანობის სიმბოლოა
1978 წლის 14 აპრილი ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული თარიღია - საბჭოთა ხელისუფლების განზრახვას, ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსი ჩამოერთმია, ქართული საზოგადოების პატრიოტული პასუხი მოჰყვა, რამაც საბჭოთა ხელისუფლებას გადაწყვეტილების შეცვლა აიძულა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ფეისბუქზე“ წერს. როგორც ის აღნიშნავს, ქართული ენა ქართველი ერის თვითმყოფადობის, სულიერებისა და ერთიანობის სიმბოლოა. „ილია ჭავჭავაძე გვასწავლის, რომ ენა საღვთო რამ არის და საზოგადო საკუთრებაა, რომელსაც „კაცი უნდა ექომაგებოდეს". სწორედ მშობლიური ენის ქომაგობის ამ გმირულმა აქტმა არა მხოლოდ ქართულს შეუნარჩუნა სახელმწიფო ენის სტატუსი, არამედ ის იქცა გარდამტეხ მოვლენად, რომელმაც ეროვნული მოძრაობის აღმავლობას პირველი მძლავრი ბიძგი მისცა. ჩვენი მუდმივი ვალდებულებაა, განვამტკიცოთ ქართული ენის გამორჩეული როლი მსოფლიო კულტურულ სივრცეში, მხარი დავუჭიროთ ჩვენს ყველა თანამოქალაქეს ქართული ენის შესწავლაში და განვამტკიცოთ მისი, როგორც სახელმწიფო ენის, მნიშვნელობა”, - წერს კობახიძე.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)