2015-01-07 16:08:25, 330 ნახვა
საზოგადოება
საშობაო მსვლელობა დასრულდა
საშობაო მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა, სადაც სასულიერო პირები პარაკლისს გადაიხდიან.
მსვლელობა დღეს ვარდების მოედნიდან დაიწყო და მასში მონაწილეობა საპატრიარქოს წარმომადგენლება, სტიქაროსნებმა და მრევლმა მიიღეს.
ალილოს მონაწილეებს გზადაგზა ხელისუფლების წარმომადგენლები ხვდებოდნენ და მათ ტკბილეულობასა და სხვადასხვა საჩუქრებს გადასცემდნენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან