|
2025-04-08 20:45:36, 849 ნახვა
საზოგადოება
სტუდენტები ლოზუნგით - “ურჩხულის არ ეშინია ერთიან საქართველოს“ მარშს მართავენ
“ძირს რუსეთის დამპალი იმპერია, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს”; “ურჩხულის არ ეშინია ერთიან საქართველოს” - ამ შინაარსის ბანერებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტები იკრიბებიან და საპროტესტო მსვლელობისთვის ემზადებიან. ახალგაზრდები, 9 აპრილთან დაკავშირებით, ტიტებით ხელში მოაწყობენ მარშს და მსვლელობით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მივლენ, სადაც აქციების პერიოდში დაკავებული პირების მშობლები, ოჯახის წევრები და თანამოაზრეები საპროტესტო აქციას გამართავენ. პარალელურად, ფილარმონიის ტერიტორიიდან მედიის წარმომადგენლების მარში დაიწყება, რომლებიც საპროტესტო მსვლელობით ასევე პარლამენტთან გადაინაცვლებენ. დღეს, აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მთელი ღამით აპირებენ დარჩენას. როგორც ისინი აცხადებენ, არ მისცემენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს იმის საშუალებას, რომ ხვალ პარლამენტის წინ მივიდნენ და 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკონ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)