18:28 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-08 16:04:46, 508 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის კომიტეტებს თვეში არანაკლებ ორი საკომიტეტო სხდომის გამართვის ვალდებულების ნაცვლად, ერთი სხდომის ჩატარების ვალდებულება ექნება

პარლამენტის კომიტეტებს თვეში არანაკლებ ორი საკომიტეტო სხდომის გამართვის ვალდებულების ნაცვლად, მხოლოდ ერთი სხდომის ჩატარების ვალდებულება ექნება. გარდა ამისა, კომიტეტი აღარ იქნება ვალდებული, სამუშაო ჯგუფის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია, მათ შორის სამუშაო შეხვედრების ოქმები პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნოს.

პარლამენტში ინიცირებული ახალი რეგლამენტის პროექტით, კომიტეტებთან დაკავშირებული საკითხებიც ახლებურად წესრიგდება.

პროექტის თანახმად, კომიტეტის სხდომების გამართვის პერიოდულობას კომიტეტი განსაზღვრავს, მაგრამ სასესიო პერიოდში უნდა გაიმართოს თვეში არანაკლებ ერთი სხდომისა. კომიტეტის სხდომა შეიძლება გაიმართოს სხდომის გამართვის თარიღის და დღის წესრიგის გამოქვეყნების დღიდან არაუადრეს მე-2 კალენდარული დღისა. ასევე ზუსტდება შემთხვევები, რომლებზეც აღნიშნული ვადა არ გავრცელდება. ეს შემთხვევებია: - კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვა, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა, ასევე კომიტეტის სხდომის იმავე დღისთვის გადადება.

გარდა ამისა, ახალი რეგლამენტის პროექტით, შესაძლებელი იქნება კომიტეტის სხდომების სასესიო კვირის ისეთ დღეებში გამართვა, როდესაც პარლამენტის პლენარული სხდომა არ იქნება.

XI მოწვევის პარლამენტი ახალი რეგლამენტის მიღებას აპირებს. რეგლამენტის პროექტის ფარგლებში საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები ახლებურად წესრიგდება.

ახალი რეგლამენტის ამოქმედება 2025 წლის 1-ელი ივლისიდან იგეგმება. ახალი რეგლამენტის ამოქმედებისთანავე მოქმედი - 2018 წელს მიღებული რეგლამენტი ძალადაკარგულად გამოცხადდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics