18:26 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-08 11:58:01, 562 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ფავლენიშვილი - საქართველოში ბოლო ფაზაში გადადის დიქტატურის დამყარება

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილის ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებით ცხადი ხდება, რომ „საქართველოში ბოლო ფაზაში გადადის დიქტატურის დამყარება“.

როგორც ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიზანი არის ის, რომ ქვეყანაში ყველაფერს მხოლოდ ივანიშვილი განაგებდეს.

„ცხადი ხდება, რომ საქართველოში ბოლო ფაზაში გადადის დიქტატურის დამყარება. არანაირი თანხები არ იმოძრავებს ივანიშვილის ნებართვის გარეშე საქართველოში, არც დასავლური და არც ქართული. მას აქვს არათუ სურვილი, არამედ მიზანი, რომ ყველაფერი არა მხოლოდ ფინანსური და ეკონომიკური კუთხით, არამედ ყველაფერი საქართველოში მხოლოდ ივანიშვილის გავლენით წყდებოდეს“,-განაცხადა ფავლენიშვილმა.

მისი შეფასებით, ხელისუფლება რეპრესიულ კანონებს იღებს.

„ყველა ამ ცვლილების მიზანი საბოლოოდ არის ის, რომ არ არსებობდეს დამოუკიდებელი ფინანსური წყარო ქვეყანაში და აბსოლუტურად ყველაფერი კონტროლდებოდეს ივანიშვილის მიერ“,-განაცხადა ფავლენიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში „ქართული ოცნება“ დიქტატურის დამყარებას ცდილობს.

„როცა დიქტატურა მყარდება, კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს ეკრძალებათ ყველაფერი. ეს არის ის სცენარი, რაც ვიხილეთ ჩვენ ბელარუსში, პუტინის რუსეთში და ახლა უკვე ივანიშვილის საქართველოში“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში გამოსავალი არის ეროვნული წინააღმდეგობა.

„ოპოზიციას ერთადერთი გზა დარჩა აჩვენოს, რომ ქუჩის პროტესტის და ეროვნული წინააღმდეგობით ეს რეჟიმი გადატეხოს. ამ ქვეყანაში სხვა გზა აღარ არსებობს იმიტომ, რომ რაც დრო გადის, მით უფრო რეპრესიული და უფრო შემზღუდავი ხდება თავისი ე.წ. კანონებით. მიზანი არის იგივე, რაც პუტინის რუსეთში იყო- კრიტიკულად განწყობილი ადამიანების ჩახშობა“,- განაცხადა ფავლენიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics