16:56 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-14 15:43:45, 599 ნახვა

სამართალი
ელისაშვილის ტელეფონის მეხსიერებიდან ბესელიას და კობახიძის მესიჯების აღდგენა ვერ მოხერხდა

საქართველოს მთავარ პროკურატურაში თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის დაკითხვა დასრულდა.

როგორც დაკითხვის შემდეგ ელისაშვილის ადვოკატმა თამარ ავალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ელისაშვილი მოწმის სახით ორ საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა. ერთი იყო შეწყალების საქმე, რომელიც დაწყებულია დეპუტატების - ეკა ბესელია და მანანა კობახაძის წიანღმდეგ ზეგავლენით ვაჭრობის ფაქტზე, ხოლო მეორე ბესელიას სახელზე პატიმრის წერილთან დაკავშირებით.

თამარ ავალიანის ინფორმაციით, ელისაშვილს გამომძიებლებმა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს დასკვნები გააცნეს, რომლის თანახმადაც ალეკო ელისაშვილის მეხსიერებიდან მანანა კობახიძისა და ეკა ბესელიას მიერ გაგზავნილი მესიჯების აღდგენა ვერ მოხერხდა.

ადვოკატოის შეფასებით, ტელეფონის მეხსიერებიდან კომუნიკაციის აღდგენა შეგნებულად არ მოხდა.

„ალეკო ელისაშვილის ტელეფონს ექსპერტიზა გარკვეული პერიოდის განმავლობაში უტარდებოდა. გამაოგნებელია ექსპერტიზის დასკვნა. როგორ შეიძლება ვერ მომხდარიყო ტელეფონბის მეხსიერების აღდგენა, ეს ხომ ელემენტარულია. „მაგთიკომის“ ამონაწერი პროკურატურაში წარდგენილია, რომლითაც დგინდება, რომ ბესელია-კობახიძის მხრიდან ალეკო ელისაშვილის კუთვნილ ნომერზე კომუნიკაცია იყო. ამას პროკურატურაც აღიარებს“, - განაცხადა ადვოკატმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics