18:27 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-07 20:41:22, 560 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე - კეთილსინდისიერი გრანტები მოიპოვებს მთავრობის თანხმობას

როდის აქეთ გახდა "ისფედი" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა" საერთაშორისო ორგანიზაციები? [...] რა თქმა უნდა, ჩვენი ცვლილებები მათზეც გავრცელდება. - ამის შესახებ  არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

"ვისზე არ გავრცელდება, მარტივია - მაგალითად, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს, რომ მაგალითად, ადენაუერის ფონდს მისცეს გრანტი, საერთაშორისო ორგანიზაციები არიან, ერთმანეთში რა თანხებს ჩარიცხავენ და რა თანხებს გაცვლიან, ეს ქართული სუვერენიტეტისთვის და  ქართველი ხალხისთვის არ არის საინტერესო.

მაგრამ ის თანხები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში მერე უბედურების დაფინანსებას, გადატრიალების მოწყობას შესაძლებელია რომ მოხმარდეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის და დამოუკიდებლობისთვის უმნიშვნელოვანესია, შესაბამისად, ამ ყველაფერს დასჭირდება მთავრობის კონტროლის გავლა და თანხმობის მიცემა....

რა თქმა უნდა, იქნება თანხმობები მიცემული ისეთ ღონისძიებებზე, რომელიც ხელს არ უშლის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, სხვა შემთხვევებში ასეთ თანხმობებთან დაკავშირებით მთავრობა იმსჯელებს დამატებით და მიღებული იქნება ის გადაწყვეტილებები, რომლებიც, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის არის უმნიშვნელოვანესი.

შემდეგ, ვეღარ მოხდება მომავალში მაგალითად, აკერმანის მსგავსი ტრენინგების ჩატარება, ვეღარ დაატრენინგებენ ადამიანებს, როგორ უნდა მოაწყონ ძალადობრივი აქციები, როგორ უნდა გამოიყენონ ბულდოზერები და ტრაქტორები აქციის მიმდინარეობის დროს, ეს ყველაფერი უბრალოდ აღარ იქნება შესაძლებელი, და გრანტები, რომლებიც არის კეთილსინდისიერი, რომელიც არის სხვადასხვა ჯგუფებისთვის, საქმიანობისთვის გათვალისწინებული, ეს ყველაფერი მოიპოვებს თანხმობას და ჩვეულებრივად გაგრძელდება საქმიანობა". - განაცხადა გრანტების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით არჩილ გორდულაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics