05:05 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-14 15:24:43, 777 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: ძალიან მდიდარი სექსუალური ცხოვრება მაქვს და მომავალშიც მექნება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ინტერნეტში გავრცელებულ კადრებს, შანტაჟსა და მუქარას ეხმაურება.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, მუდამ სოლიდარული იქნება იმ ადამიანების მიმართ, ვის ჩაგვრასაც ვინმე ცდილობს.

პრეზიდენტი აქვე დასძენს, რომ მასაც აქვს ძალიან მდიდარი სექსუალური ცხოვრება. ის ასევე მიმართავს საზოგადოებას, რომ სექსუალური ცხოვრება სამარცხვინო არ არის.

„პირველ რიგში მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვისაც ემუქრებიან შანტაჟით და ვისაც ემუქრება ეს ბნელი ძალა. მინდა მოგმართოთ ჩემო თანამოქალაქეებო, მიუხედავად თქვენი პოლიტიკური შეხედულებისა, ან მსოფლმხედველობის, მე ვდგავარ თქვენს გვერდით და მუდამ დაგიცავთ. მუდამ სოლიდარული ვიქნები იმ ადამიანების მიმართ, ვის ჩაგვრასაც ვინმე ცდილობს.

ამის საბუთად შემიძლია დღეს ღიად, საზოგადოებას ვუთხრა, რომ სექსი და სექსუალური ცხოვრება არ არის სამარცხვინო. მე პირადად, მაქვს სექსულაური ცხოვრება, მქონია სექსუალური ცხოვრება ძალიან მდიდარი და მექნება კიდე მომავალში და იცოდეთ, რომ ყოველთვის დაგიცავთ და ამ თემას ყოველთვის მოვაშორებ რაღაცა უაზრო შავბნელ სტიგმას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics