23:37 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-07 16:48:42, 602 ნახვა

პოლიტიკა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება - საქართველოს ხელმძღვანელობის განცხადებები მიუთითებს, რომ ძველი მიდგომებისგან თავის დაღწევის სურვილი არ არსებობს

საქართველოს ხელმძღვანელობის განცხადებები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ მიუთითებს, რომ არ არსებობს სურვილი თავი დააღწიონ ძველ მიდგომებს, რომლებიც დიდი ხანია ვერ შეესაბამება არსებულ რეალობას, - ასე ეხმაურება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელია.

მათი მტკიცებით, საქართველოსთან შემდგომი თანაცხოვრება შესაძლებელია „კეთილმეზობლობისა“ და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე.

„აფხაზეთში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ დეკლარაციების ნაცვლად, ვისურვებდით, ვიხილოთ საქართველოს მხრიდან კონსტრუქციული დიალოგის სურვილი და კომპრომისების ძიება, რომელიც შექმნის მშვიდობიან და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ რეგიონში სტაბილურობას ხელს შეუწყობს „აფხაზეთის რესპუბლიკასა“ და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების დადება და ასევე კომუნიკაციების გახსნა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ თანმიმდევრული პოლიტიკისა და მოთმინების პირობებში ნებისმიერი მიზნის მიღწევა არის შესაძლებელი, მათ შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics