22:33 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-14 13:32:09, 394 ნახვა

პოლიტიკა
ტუღუში გავრცელებული კადრების გამოძიებაზე: ძალიან ძნელია პოზიტიური მოლოდინები გქონდეს

სამოქალაქო ორგანიზაციები პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით გამოძიების უუნარობაზე ღიად საუბრობენ.

კამპანია "ეს შენ გეხებას" ერთ-ერთი წევრი ლაშა ტუღუში ამბობს, რომ ამ საქმეების გახსნის პოზიტიური მოლოდინი არ აქვს.

„იმედი გვაქვს, რომ გამოძიება მალე დასრულდება, თუმცა თუ გამოცდილებით ვიხელმძღვანელებთ, ცუდია გამოცდილება და აქედან გამოდინარე, ძალიან ძნელია პოზიტიური მოლოდინები გქონდეს. 2014 წლის იანვარში ათობით ათასი ფაილი პროკურატურას გადაეცა, ეს სახელმწიფო კომისიამ გადასცა, რომლის წევრი მეც გახლდით, 2 წელი და რამდენიმე თვე გავიდა და პასუხი არ არის. იმ გამოძიებას ბევრად უფრო მარტივად შეეძლო დასკვნები გაეკეთებინა დამნაშავეები დაესაჯა, მაგრამ რაღაც მოსაზრებების გამო, ჩვენ ვერაფერი დავინახეთ,“- განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

ბოლო დროს გავრცელებულ ფარულ ვიდეომასალაზე გამოძიებას კონკრეტული შედეგი  არ დაუდია. პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს.

ცნობისთვის ძალოვან უწყებებს პასუხი მთავრობის მეთაურმაც მოსთხოვა. პრემიერ მინისტრმა საზოგადოებას პირობა მისცა, რომ აღნიშნული საქმე გაიხსნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics