21:29 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-04 18:14:23, 813 ნახვა

პოლიტიკა
ეკა ბესელია მმართველ პარტიაზე - ჩანს მძიმე პოლიტიკური კრიზისი, ქაოსური მოქმედებები

ეკა ბესელია მმართველი პარტიის შიგნით არსებულ ქაოსზე საუბრობს და ამბობს, რომ ქვეყანაში ინსტიტუციური ნგრევაა. 

პარლამენტი პარლამენტი არ არის, უსაფრთხოების სამსახური უსაფრთხოების სამსახური არ არის - აცხადებს ბესელია. 

ჩანს მძიმე პოლიტიკური კრიზისი, ქაოსური მოქმედებები, აუხსნელი გადაწყვეტილებები, წინააღმდეგობრივი და ალოგიკური ქმედებები. ინსტიტუციური ნგრევა, პარლამენტი პარლამენტი არ არის, უსაფრთხოების სამსახური უსაფრთხოების სამსახური არ არის. გაუგებარი ლოგიკაა, როდესაც კანდიდატებს არჩევენ და თან ცდილობენ, რომ ისე გააკეთონ, რაც შეიძლება სწრაფად, რაც კიდევ უფრო მეტად ქმნის იმის განცდას, რომ ქაოსი აქვთ, იმიტომ რომ გუშინ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გადადგა და ეს პარლამენტი ირჩევს ახალ კანდიდატს და კითხვებს არ სვამს პარლამენტის არცერთი დეპუტატი და კომიტეტი, რომელიც არის პროფილური კომიტეტი, რატომ ხდება ეს უსაფრთხოების სამსახურში - ან ის, რატომ წავიდა, ვინც წავიდა ან ეს რატომ მოვიდა ვინც დასვეს. ეს სურათი არის უკიდურესი კრიზის მაჩვენებელი და სანქციების ეფექტი", - ამბობს ეკა ბესელია.

სუს-ის ყოფილი შეფი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობასაც აღარ დაიკავებს. კობახიძე ამბობს, რომ ლილუაშვილს სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვა ჰქონდა.

კითხვაზე, კონკრეტულად რა განსხვავებული პოზიციები არსებობდა ლილუაშვილსა და კობახიძეს შორის, "ქართული ოცნების" პრემიერი ამბობს, რომ "იყო განსხვავებული შეხედულებები მოადგილეებთან დაკავშირებით".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics