|
2025-04-04 14:26:41, 553 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცება არის უმთავრესი პრიორიტეტი
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან საუბარი გვქონდა ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება საქართველოში სასამართლო სისტემის ფუნქციონირებას და, კონკრეტულად, სასამართლოს დამოუკიდებლობას, სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზენაეს სასამართლოში, მოსამართლეებთან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, სასამართლოს დამოუკიდებლობა არის ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი ქვაკუთხედი და, შესაბამისად, ამ საკითხთან მიმართებაში ხელისუფლება იქნება მაქსიმალურად პრინციპული. „ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა უზენაესი სასამართლოს შენობაში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია აქ მოსვლა და მოსამართლეებთან შეხვედრა. ჩვენ გვქონდა საუბარი ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება საქართველოში სასამართლო სისტემის ფუნქციონირებას, სასამართლოს დამოუკიდებლობას. ჩვენთვის სასამართლო დამოუკიდებლობის შემდგომი განმტკიცება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ამ კუთხით, იცით, რომ არის კონკრეტული გამოწვევები, მათ შორის, ეს არის გამოხატული იგივე პირდაპირი ჩარევებით, რომელიც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. გავიხსენეთ, იგივე, მოსამართლე ჩხიკვაძის საქმე, სხვა ჩარევები ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობაში და ასევე შევეხეთ, რა თქმა უნდა, სანქციებს, რომელიც დაწესდა სხვადასხვა ქვეყნის სტრუქტურების მხრიდან ქართველი მოსამართლეების მიმართ. კიდევ ერთხელ შემიძლია აღვნიშნო ის, რომ ეს ყველაფერი არის ტრაგიკული იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც აწესებენ სანქციებს. ჯონ ლოკის ქვეყანაში, ინგლისში, დიდ ბრიტანეთში, აბსოლუტურად გაუგონარი მოვლენაა ე.წ. გონივრული ეჭვის საფუძველზე ისეთი სანქციების დაწესება, რომლებიც თავისი არსით უთანაბრდება სისხლის სამართლებრივ აქციებს. წარმოუდგენელი რამ იქნებოდა ასეთი რამ, დაახლოებით, 10-20 წლის წინ, მით უმეტეს, გასულ საუკუნეში კიდევ უფრო მეტად. რა თქმა უნდა, ასეთ მოვლენებს ჩვენ დავუპირისპირდებით იმით, რომ კიდევ უფრო მეტად განვამტკიცებთ სასამართლოს დამოუკიდებლობას. ამას ალტერნატივა არ აქვს. სასამართლოს დამოუკიდებლობა არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი ქვაკუთხედი და, შესაბამისად, აქ ვიქნებით მაქსიმალურად პრინციპულები,"- განაცხადა კობახიძემ
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)