|
2025-04-04 13:58:57, 682 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი რძის სკანდალზე - საქართველოში არსებული სააგენტოები და ინსტიტუტები დამოუკიდებლები არ არიან
ყველაფერი იმისკენაა მიმართული, რომ ეს პატარა თუ დიდი ოლიგარქები, ხალხის და ხალხის ჯანმრთელობის ხარჯზე, რაც შეიძლება მეტად გამდიდრდნენ - დამოუკიდებელი სურსათის უვნებლობის სააგენტო უნდა არსებობდეს, რომელიც არ გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რითაც იმ ფაქტს ეხმაურება, რომ გარკვეულ რძის ნიმუშებში აფლატოქსინები გამოვლინდა. მისივე თქმით, საქართველოში არსებული სააგენტოები და ინსტიტუტები დამოუკიდებლები არ არიან. „რძის სკანდალი“ ბევრი რამის მაჩვენებელია. ოლიგარქიული რეჟიმი იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი იმისკენაა მიმართული, რაც შეიძლება მეტად, ეს პატარა თუ დიდი ოლიგარქები, ხალხის და ხალხის ჯანმრთელობის ხარჯზე გამდიდრდნენ. არაფერს უკვირდებიან და არაფერი აფერხებთ. რატომ გვინდა ჩვენ ევროპა? - სწორედ, ამიტომ გვინდა ევროპა, რომ ადამიანი, მოქალაქე დაცული იყოს. არამხოლოდ რაღაც რეგლამენტაციებით, რომელზეც „ქართულ ოცნებას“ ასოცირების ფარგლებში ხელი მოწერილი აქვს. ხელის მოწერა არ ჰყოფნის, მერე ეს უნდა შეასრულო! ნამდვილი, დამოუკიდებელი სურსათის უვნებლობის სააგენტო უნდა არსებობდეს, რომელიც არ გვაქვს. ეს სააგენტო არის, როგორც ყველა სააგენტოები, ინსტიტუტები, მათზე დამოკიდებული და არანაირად თავის ფუნქციას არ ასრულებს. სასამართლო, რომელშიც თურმე პაპაშვილმა თავისი რაღაც მტკიცებულებები შეიტანა, არ არსებობს, ე.ი. ადამიანი არაფრისგან არ არის დაცული და ეს აღმოჩნდა დღეს ძალიან ნათლად ამ სკანდალით… ჩვენი პროდუქტი არანაირად დაცული არ არის. ამ საქმიდან გამომდინარე, ერთ-ერთი სამწუხარო შედეგია ის, რომ ამით ჩვენი ერთ-ერთი პროდუქციის ჩაძირვა მიდის. თუ რომელიმე პროდუქციაა, რომელიც სრულიად ქართულია და არა იმპორტზე დამოკიდებული, ეს სწორედ არის რძე და რძის ნაწარმის პროდუქცია. ამიტომ ძალიან მავნებლური სქემებია, ეს ყველაფერი თაღლითობის შედეგადაა იმისთვის, რომ ვიღაცები კიდევ უფრო გამდიდრდნენ და ეს ხალხის ხარჯზე მოხდეს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. ინფორმაციისთვის, გუშინ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც იმპორტირებული რძის 5 ნიმუშში აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღნიშნული პროდუქტის ბაზრიდან ამოღება და დალუქვა მიმდინარეობს. „აფლატოქსინების გადაჭარბებული რაოდენობა „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში გამოვლინდა.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)