23:13 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-04 13:25:34, 580 ნახვა

პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი - ძალაშია მთავარი პრიორიტეტი, ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაზე ზრუნვა

საქართველოს წინააღმდეგ გააქტიურებული დესტრუქციული პოლიტიკის ფონზე, საქართველოს ხელისუფლების პრაგმატულმა პოლიტიკამ და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის ეფექტიანმა საქმიანობამ უზრუნველყო ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნება, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსობის კანდიდატმა ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, ძალაშია სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი, ზრუნვა ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებაზე.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, გაგრძელდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტიანი საქმიანობა, რომელიც საფრთხეების ადრეული გამოვლენისკენ, პრევენციისა და აღკვეთისკენ იქნება მიმართული.

„მსურს, შევეხო იმ ძირითად საკითხებსა და პრიორიტეტებს, რომლებიც უკავშირდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობას. ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის კონტექსტში საუბრისას მხედველობაში მისაღებია არაერთი ფაქტორი, მათ შორის რეგიონში არსებული ვითარება და მსოფლიოში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირებები, 2022 წლიდან უკრაინაში მიმდინარე ომმა დამატებითი გამოწვევები შეუქმნა ისედაც რთულ რეგიონული უსაფრთხოების გარემოს, რის გამოც საქართველო გაზრდილი საფრთხეების წინაშე აღმოჩნდა. საქართველოს წინააღმდეგ გააქტიურებული დესტრუქციული პოლიტიკის ფონზე, საქართველოს ხელისუფლების პრაგმატულმა პოლიტიკამ და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის ეფექტიანმა საქმიანობამ უზრუნველყო ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნება. სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი – ზრუნვა ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებაზე, ძალაშია. აქედან გამომდინარე, არსებული საფრთხეების საქართველოზე გავლენის აღსაკვეთად, გაგრძელდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტიანი საქმიანობა, რომელიც აღნიშნული საფრთხეების ადრეული გამოვლენისკენ, პრევენციისა და აღკვეთისკენ იქნება მიმართული“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics