|
2025-04-04 10:04:05, 708 ნახვა
პოლიტიკა
ანა დოლიძე - „ქართულ ოცნებას“ ბავშვების ჯანმრთელობა არ აინტერესებს
ნორმალურ ქვეყანაში ამ საკითხზე საგამოძიებო კომისია შეიქმნებოდა და მსჯელობა იქნებოდა - „ქართულ ოცნებას“ მსგავსი არაფერი არ აინტერესებს, - ამის შესახებ „ხალხისთვის - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა, რითაც რძის პროდუქტებში აფლატოქსინების აღმოჩენის ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ბოლო დღეებში რძის ნაწარმში მომწამლავი ნივთიერებების აღმოჩენა სწორედ პოლიტიკური საკითხია და „ქართული ოცნების“ წევრებს არ უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ სხვა საკითხებზე ისაუბრონ. „ჩემთვის, როგორც მშობლისთვის და ისევე, როგორც პოლიტიკოსისთვის, მნიშვნელოვანია ის საკითხი, რაც გუშინ გავრცელდა, კერძოდ, ვგულისხმობ რძეში აღმოჩენილ აფლატოქსინის გადაჭარბებულ რაოდენობას. „ქართული ოცნების“ წევრებს არ უნდა ვაძლევდეთ საშუალებას, რომ გამოვიდნენ და სისულელეები ილაპარაკონ თუ რა ხდება ამერიკაში და ა.შ. ეს პოლიტიკური საკითხია, ქართულ ბაზარზე გავრცელებული რძე, რომელსაც უმეტესწილად სვამენ ბავშვები და ჩვენ საკვებში ვიყენებთ, შეიცავს ნივთიერებას, რომელიც იწვევს სიმსივნეს. ნორმალურ ქვეყანაში ამ საკითხზე საგამოძიებო კომისია შეიქმნებოდა და მსჯელობა იქნებოდა იმ თემაზე, რომელიც ეხება ქართველი ბავშვების უმეტესობას. „ქართულ ოცნებას“ მსგავსი არაფერი აინტერესებს, მათ არ უნდა ვაძლევდეთ საშუალებას, რომ სხვა თემებზე ილაპარაკონ, ,,ქართული ოცნების" პირობებში ჩვენ კითხვის ნიშანი გვიდგას, როგორც ერს“,- განაცხადა ანა დოლიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)