|
2025-04-03 19:08:47, 811 ნახვა
პოლიტიკა
ესპანეთში, სლოვენიასა და ვატიკანში საქართველოს ახალი ელჩები დაინიშნენ
ესპანეთის სამეფოში, სლოვენიის რესპუბლიკასა და წმინდა საყდართან საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საგარეო უწყების ინფორმაციით, ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ალექსანდრე ჭკუასელი დაინიშნა. „იგი 2003 წლიდან საგარეო უწყებაში და საქართველოს დიპლომატიურ მისიებში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა. ალექსანდრე ჭკუასელი იყო ქალაქ ბარსელონაში საქართველოს გენერალური კონსული. მას მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში. უწყების ცნობით, სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე კონსტანტინე სურგულაძე დაინიშნა. „კონსტანტინე სურგულაძე საგარეო უწყებაში 1997 წლიდან მუშაობს. სხვადასხვა დროს იყო ნიდერლანდების სამეფოსა და იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. იგი ასევე გახლდათ საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში. მათივე ინფორმაციით, წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დავით მექვაბიშვილი დაინიშნა. „იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოში იერუსალიმის, როდოსისა და მალტის წმინდა იოანეს სახელობის სამხედრო სუვერენული ორდენის საელჩოში, ასევე იყო ააიპ კარდინალ პიო ლაგის ფონდის დირექტორი, მინიჭებული აქვს მალტის ორდენის ღირსების ორდენის კავალერის ჯილდო“, – ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)