02:26 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-03 15:46:52, 778 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძემ უკრაინის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა 1 წლამდე შეამცირა

"ქართული ოცნების" მთავრობის დადგენილებით, საქართველოში უვიზოდ შემოსულ უკრაინის მოქალაქეებს ქვეყანაში სრული 3 წლის ვადით ყოფნის უფლება 1 წლამდე შეუმცირდათ. შესაბამისი დადგენილება 2 აპრილით თარიღდება.

დადგენილების თანახმად, უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომლებიც 2025 წლის 24 თებერვლამდე შემოვიდნენ და იმყოფებოდნენ საქართველოში, ყოფნის უფლება გაუგრძელდეთ 2026 წლის 24 თებერვლამდე".

"უკრაინის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით ყოფნის უფლება. უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომლებიც 2025 წლის 24 თებერვლამდე შემოვიდნენ და იმყოფებოდნენ საქართველოში, ყოფნის უფლება გაუგრძელდეთ 2026 წლის 24 თებერვლამდე", - წერია დოკუმენტში.

შესაბამისი ცვლილება შევიდა მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის N255 დადგენილებაში "იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა".

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ეს პერიოდი [ქვეყანაში ყოფნის ვადა] ერთი წლით შემოიფარგლებოდა, მოგვიანებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ვადა 2 წლამდე გაიზარდა, მერე კი 3 წლამდე. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics