01:03 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-03 14:27:29, 604 ნახვა

პოლიტიკა
თამარ ჩერგოლეიშვილი - ივანიშვილის ყელზე ყულფი ვიწროვდება, აუცილებლად მივაღწევთ რეჟიმის ჩამოშლას

ბიძინა ივანიშვილის ყელზე ყულფი ვიწროვდება - გუშინ, როდესაც პოლიტპატიმრების მშობლები აქციას მართავდნენ, პარალელურად საბანკო ბარათები გაეთიშათ რეჟიმის, ბიძინა ივანიშვილის ბოროტ თოჯინებს, პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტებს - მურუსიძეს და ჩინჩალაძეს, - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ძალაუფლების გადაბარებას თავისუფალი არჩევნების გზით მიაღწევს.

„დღეს, ძალიან კარგი დღე გვქონდა. ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ყელზე ყულფი ვიწროვდება. სიმბოლურია, რომ გუშინ, როდესაც პოლიტპატიმრების მშობლები აქციას მართავდნენ, პარალელურად საბანკო ბარათები გაეთიშათ რეჟიმის, ბიძინა ივანიშვილის ბოროტ თოჯინებს, პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტებს - მურუსიძეს და ჩინჩალაძეს. ეს კარგი იყო.

ასევე, ძალიან საინტერესო იყო სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ჯეი დი ვენსს ხშირად იყენებს ხოლმე „ქართული ოცნება", როგორც ამერიკასთან დალაგების ინსტრუმენტს და ძალიან სიმბოლური იყო ისიც, რომ ჯეი დი ვენსის სიტყვებით უპასუხა სახელმწიფო დეპარტამენტმა. დღეს კიდეც შათირიშვილი გამოაგორეს, რომელიც ისევ „დიფ სთეითზე“ რაღაცებს როშავდა, "ქართული ოცნების" ლოიალისტების დასამშვიდებლად, რომლებიც ძალიან ნერვიულობენ. ძალიან კარგად ვხედავთ და კვლევებიც ამას ადასტურებს, რომ "ქართული ოცნების" ლოიალისტები არიან ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ისინი ბიძინა ივანიშვილისგან კრიზისის გადაწყვეტას ელოდებიან. პირველ რიგში, ადგილობრივი პროტესტით და შემდეგ დასავლეთის წნეხით, ჩვენ კრიზისი გავაგრძელეთ და ბიძინა ივანიშვილმა ეს კრიზისი ვერ მოაგვარა. აუცილებლად მივაღწევთ რეჟიმის ჩამოშლას და ძალაუფლების გადაბარებას თავისუფალი არჩევნების გზით. ეს ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ დევნას დაასრულებს”, - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics