01:01 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-02 20:53:10, 749 ნახვა

პოლიტიკა
გიგი გიგიაძე - საქართველო უკვე აღარ განიხილება დასავლეთის რეალურ პარტნიორად

საქართველო უკვე აღარ განიხილება, როგორც დასავლეთის რეალური პარტნიორი , - ამის შესახებ „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ უფროსმა მკვლევარმა, გიგი გიგიაძემ განაცხადა მას შემდეგ, რაც GIPA TALKS-ის ფარგლებში, ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ფორმირებასა და საქართველოზე მისი გავლენის შესახებ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში დისკუსია გაიმართა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ რეალობა შეიცვალოს, აუცილებელია, ახალი საპარლამენტო არჩევნები და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

გიგიაძე აცხადებს, რომ არსებულ ფონზე დრო, სამწუხაროდ, „ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს, საქართველოს ყოველი დღე უჯდება ძალიან ძვირი“.

“საქართველოში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს იმას, რომ პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება" მაქსიმალურად აშორებს ჩვენს ქვეყანას დასავლეთს, ევროკავშირს, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და იმისათვის, რომ ეს რეალობა შეიცვალოს, აუცილებელია ახალი საპარლამენტო არჩევნები, აუცილებელია ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება და აუცილებელია ახალი ხელისუფლების პირობებში ჩვენი ქვეყნის დაბრუნება ევროკავშირთან ურთიერთობებში ჩვეულ რეჟიმში.

დრო, სამწუხაროდ, ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს, საქართველოს ყოველი დღე უჯდება ძალიან ძვირი, იმიტომ, რომ ჩვენი ყოფილი პარტნიორები - უკრაინა და მოლდოვა უკვე მოლაპარაკებების რეჟიმში იმყოფებიან ევროკავშირთან და ისინი სულ სხვა რეალობაში არიან, ჩვენგან განსხვავებით. ეს თუ შენარჩუნდება კიდევ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, საქართველომ, შესაძლოა, ვეღარ მოახერხოს დიდი ხნის მანძილზე ამ ჯგუფში დაბრუნება, ამიტომ, ახლა საუბარი იმაზე, თუ რა მდგომარეობაში ვიმყოფებით, ეს არის ძალიან მძიმე პოლიტიკური კრიზისის პირობებში ყოფნა", - აღნიშნა გიგი გიგიაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics