01:01 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-02 19:50:52, 687 ნახვა

პოლიტიკა
ბადრი ჯაფარიძე - ამ კომისიის მიზანი არასდროს ყოფილა სიმართლის დადგენა

საქალაქო სასამართლოში “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვა დასრულდა.

როგორც დაკითხვის დასრულების შემდეგ ჯაფარიძემ მედიასთან განაცხადა, პროკურორებს პროცედურული საკითხებთან დაკავშირებით ჰქონდათ კითხვები.

„ჩვენ გვქონდა პროკურორებთან შეხვედრა მაგისტრ მოსამართლის თანდასწრებით. მათ დამისვეს კითხვები, რაზეც გავეცი პასუხი. ასევე, გვქონდა საუბარი ჩემ [ფეისბუქ] პოსტთან დაკავშირებით, რომელიც გასაჯაროვდა, სადაც გამოხატული მაქვს პოზიცია ე.წ. საგამოძიებო კომისიის მიმართ. სასამართლო დარბაზშიც ვთქვი, რომ ეს არის ჩემი და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიის გაგრძელება, ეს პოზიცია არ დამიმალავს. ცხადია, ეს პოზიცია გამოხატულია ჩემივე პოსტში, რომელიც საჯაროდ გავავრცელე.

პროკურორებს აინტერესებდათ პროცედურული საკითხები: როდის გავიგე დაბარების შესახებ , რა პირობებში გავიგე, მივიღე თუ არა შეტყობინება.

ქალბატონი წულუკიანი, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული აგრესიით. ჩემ მიმართ საჯაროდ შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური განცხადება გაუვრცელებია. წულუკიანი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ჩვენ მიმართ ცილისმწამებლურ კამპანიას ეწევა, შესაბამისად, მე ამ კამპანიაში მონაწილეობას არ ვაპირებ“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

კითხვაზე, ელოდება თუ არა ბრალის წარდგენას, ჯაფარიძე პასუხობს, რომ იქიდან გამომდინარე,რომ სასამართლო უკანონო გადაწყვეტილებებს იღებს, მას პოზიტიური მოლოდინი არ აქვს.

მისივე თქმით, კომისიის მიზანი არ არის სიმართლის დადგენა, არამედ მისი მიზანია პოლიტიკური ოპონენტების „გაშავება“.

„ვერ გეტყვით. ამ სიტუაციაში, როდესაც ყველა ინსტიტუცია მიტაცებულია, ამ ვითარებაში მოლოდინი მართლმსაჯულების სისტემის მიმართ პოზიტიური მოლოდინი არ უნდა გქონდეს. იმდენ უკანონო გადაწყვეტილიყოს იღებს ეს სისტემა, რომ მოლოდინი აქ ყოველთვის შესაფერისი იქნება, რაც შეეხება ცილისმწამებლურ კამპანიას , რომელსაც წულუკიანი და მისი ამფსონები აწარმოებენ , ცხადია ამ კამპანიას ერთადერთი მიზანი აქვს - პოლიტიკური ოპონენტების „გაშავება“ , სიბინძურის გავრცელება, ცხადია რომ ეს ამათი სტილია. ჩვენ ამას მშვიდად ვუპასუხებთ და იმით, რომ არ ვაპირებთ ვცნოთ პარლამენტის ლეგიტიმურობა ან ხელი შევუწყოთ ამას. ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ის ხაზი, რომელიც დღემდე გვქონდა.

ამ კომისიის მიზანი არასდროს ყოფილა სიმართლის დადგენა, მისი ამოცანაა ადამიანების „გაშავება“, პროპაგანდისტული კამპანიის წარმოება, ამის ხელშეწყობა არის დათანხმება ამ ძალადობრივი რეჟიმის მეთოდებზე, ჩვენ ამაზე დათანხმებას არ ვაპირებთ“,- განაცხადა ჯაფარიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics