01:01 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-02 15:48:52, 534 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი ზერეკიძეს უსმენენ

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე გიორგი ზერეკიძეს უსმენენ.

ზერეკიძე 14 წლის იყო, როცა 2008 წლის 8 იანვარს დააკავეს. მას გამოძიებამ ანგარების მიზნით მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, ხულიგნობა დასდო ბრალად და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

საქმის მასალების მიხედვით, 2006 წლის 6 იანვარს, გიორგი ზერეკიძემ შელაპარაკების ნიადაგზე ბეჭის არეში დანით ერთ-ერთი ფირმის დისტრიბუტორს, 23 წლის ლევან ბოჭორიშვილს მსუბუქი ჭრილობა მიაყენა. პირველადი ჩვენებით, ზერეკიძე ბოჭორიშვილს ფულს სძალავდა. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით დაზარალებულმა 4-ჯერ შეცვალა ჩვენება, გამოძიება და სასამართლო მაინც პირველ ჩვენებას დაეყრდნო.

2010 წლის 24 მარტს კი, გიორგის ზერეკიძის მამა მამუკა ზერეკიძე ნარკოდანაშაულის ბრალდებით სპეციალურმა ოპერატიულმა დეპარტამენტმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, თვითმფრინავიდან ჩამოსვლისას დააკავა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მის ბარგში დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება - 230 აბი სუბუტექსი აღმოაჩინა. მამუკა ზერეკიძემ დანაშაული აღიარა. მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ერთი წლის შემდეგ - 16 აგვისტოს, რუსთავის #6 დაწესებულებაში პატიმარი მამუკა ზერეკიძე გარდაიცვალა. ოჯახს სიკვდილის მიზეზად დენის დარტყმა დაუსახელეს. მოგვიანებით მამუკა ზერეკიძის მეუღლის მოთხოვნით, ცხედარს ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომლის დროსაც გამოიკვეთა, რომ ცხედარს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდა და დენის კვალი არსად იყო.

გიორგი ზერეკიძე პატიმრობიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics