05:09 - 21 Aug, 2026
|
2025-04-02 14:32:45, 1048 ნახვა
სამართალი
სტრასბურგის სასამართლომ ანდრო ჭიჭინაძის საქმე წარმოებაში მიიღო
ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის ცნობით, ადამიანთა უფლებების ევროპულმა სასამართლომ მსახიობი ანდრო ჭიჭინაძის საქმე წარმოებაში მიიღო და განხილვა დაიწყო. "პირველი რთული ეტაპი დაძლეულია წარმატებით! უმოკლეს ვადაში სტრასბურგის სასამართლომ ჩვენი საჩივარი წარმოებაში მიიღო და ანდრო ჭიჭინაძის საქმის განხილვა დაიწყო! გვექნება მუდმივი კომუნიკაცია ევროპულ სასამართლოსთან". - წერს მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში. ჭიჭინაძეს, რომელიც აქციების დროს დააკავეს, ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)