|
2025-04-01 21:59:39, 855 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ფავლენიშვილი - „ნაცებს“ სალომე ზურაბიშვილი გულზე არ გვეხატება, არც მას ვეხატებით გულზე
ვინც სალომე ზურაბიშვილის გამოსავლისას გაბრაზდა და უსტვენდა, ვინმეს თუ ჰგონია, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები იყვნენ, ეს არის ტყუილი. უბრალოდ, ძალიან ბევრი ადამიანი იყო უკმაყოფილო სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი გამოსვლით , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ 31 მარტის აქციაზე გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, არანაირი პარტიული სპეცოპერაცია არ ყოფილა. „საქმე არანაირ ორკესტრირებულ შეტევასთან არ გვქონია, პირიქით, ჩვენ შევუერთდით ამ აქციას და მივიღეთ მონაწილეობა. ის, რომ აქციის მონაწილეს ხელში უჭირავს მიხეილ სააკაშვილის პლაკატი, ეს არის ბუნებრივი მოვლენა. გიორგი გახარია რომ იყოს ციხეში, არ მგონია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს მისი მხარდასაჭერი რამე ატრიბუტიკა არ ჰქონოდათ ან ნებისმიერ სხვა პარტიის სხვა ლიდერს. სალომე ზურაბიშვილი მიმართ მეც კრიტიკული ვიყავი ხოლმე და ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრებიც, ამას აქვს კონკრეტული მიზეზები, რაზეც ვსაუბრობთ. რაც შეეხება გუშინ, ის ხალხი, ვისაც მიშას პლაკატები ეჭირათ, ისინი იქ 3 წელია დგანან, ფაქტობრივად, ყოველ საღამოს, 20:00 საათზე, იკრიბებიან და მუდმივად დგანან ამ პლაკატებით პარლამენტთან. ახლა, როცა სცენა იქნა დადგმული, ისე მოხდა,რომ ეს ხალხი აღმოჩნდა სცენის უკან. ეს ხალხი პარტიის არავითარ დავალებას არ ასრულებს. არანაირი პარტიული სპეცოპერაცია არ ყოფილა“,- აღნიშნა მან. მისივე შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი გამოსვლით ძალიან ბევრი ადამიანი უკმაყოფილო დარჩა. „ვინც სალომე ზურაბიშვილის გამოსავლისას გაბრაზდა და უსტვენდა, ვინმეს თუ ჰგონია, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები იყვნენ, ეს არის ტყუილი. უბრალოდ, ძალიან ბევრი ადამიანი იყო უკმაყოფილო სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი გამოსვლით. ვინც სალომე ზურაბიშვილის გამოსავლისას გაბრაზდა და უსტვენდა, ვინმეს თუ ჰგონია, რომ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები იყვნენ, ეს არის ტყუილი. უბრალოდ, ძალიან ბევრი ადამიანი იყო უკმაყოფილო სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი გამოსვლით. მათ შორის, არც სალომე ზურაბიშვილს ეხატება გულზე „ნაცები“ და არც ჩვენ გვეხატება გულზე, ამიტომ შეიძლება ვიღამ თქვას, რომ გუშინდელი აქციის ჩაშლას შეეცადნენ. ძალიან ბუნებრივი რამ მოხდა. ადამიანებს ეჭირათ მიხეილ სააკაშვილის პლაკატი, რომლებიც ისედაც ყოველ საღამოს უკავიათ“,- აღნიშნა ფავლენიშვილმა. კითხვაზე, რატომ არის უკმაყოფილო „ნაციონალური მოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილზე, ფავლენიშვილი პასუხობს, რომ საქმე არ ეხება სალომე ზურაბიშვილის მიერ წარსულში გაკეთებულ განცხადებებს, არამედ პრობლემა არის ახლა და ისეთ საკითხებზე, სადაც მათ განსხვავებული პოზიციები აქვთ. ფავლენიშვილის თქმით, პარტია უკმაყოფილო არის იმით, რომ მეხუთე პრეზიდენტმა პარტიების გაუქმებაზე არაფერი თქვა. ამასთან, იმაზეც, რომ ზურაბიშვილს მომავალ აქციაზე არაფერი უთქვამს.
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)